ქართველი ოლიმპიელების ჩაცმულობა შოკში ჩაგაგდებთ – რა კავშირი აქვს ლევან ვასაძეს ამ უცნაურ ტანსაცმელთან

0
15 views
ქართველი ოლიმპიელების ჩაცმულობა შოკში ჩაგაგდებთ – რა კავშირი აქვს ლევან ვასაძეს ამ უცნაურ ტანსაცმელთან
ქართველი ოლიმპიელების ჩაცმულობა შოკში ჩაგაგდებთ - რა კავშირი აქვს ლევან ვასაძეს ამ უცნაურ ტანსაცმელთან
ქართველი ოლიმპიელების ჩაცმულობა შოკში ჩაგაგდებთ – რა კავშირი აქვს ლევან ვასაძეს ამ უცნაურ ტანსაცმელთან
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი რიოს ზაფხულის XXXI ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენების გაცილების ცერემონიალს დაესწრო.

Загрузка...

ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გახსნა, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ქვეყნის პრემიერ – მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბორია ფირცხელიანი, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სისერო მარტინს გარსია, ასევე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.

ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც ბრაზილიაში 5-21 აგვისტოს გაიმართება, საქართველოს ოლიმპიური გუნდი სპორტის 13 სახეობაში 39 სპორტსმენით იასპარეზებს.

სკანდალური გამოხმაურება მოყვა ოლიმპიელების ჩაცმულობას, გთავაზობთ სახალისო კომენტარებს:

ნიკა გვარამია:

ქართველი ოლიმპიელების სამოსი – უგემოვნებას რომ თავი დავანებოთ, ეს 90იანი წლების იუდაშკინ-ზაიცევის ესთეტიკის და ყარაყალპაკების ნაციონალური სამოსის ნაზავი, ქართული ნაციონალური სამოსის ესთეტიკასთან რა კავშირშია?
უკიდურესი სიმახინჯე და სამარცხვინო ქაჯობა – აი, რა არის ეს, ქართული ოლიმპიელების სამოსი კი არა!

ია ვეკუა:
და ქისები რად უნდათ? მედლების ჩასაწყობად? მართლა მაინტერესებს, როგორც მოქალაქეს. და იმის შესახებ თუ გსმენიათ, რომ გარეთ 2016 წელია, ადამიანი მარსზე მიემგზავრება, რამდენიმე წელიწადში კი რობოტები ისე განვითარდებიან, რომ კაცობრიობას დაიმონებენ? ხომ შეგეძლოთ რაღაც თანამედროვე მოგეფიქრებინათ. მიპასუხეთ, თუ შეიძლება.მოქალაქე ვარ.

ქეთევან ადეიშვილი:

ეს რა ჩაუცმევიათ სპორტსმენებისთვსი, ხალხო, გულთგონთხართა? სუფთა ვასაძის გემოვნებაა. :(ძალიან მრცხვენია. პატრონი არა ყავს ამ ქვეყანას.

დატოვეთ კომენტარი