როგორ უნდა მიხვდეთ, ხართ თუ არა გათვალული და რა სიმპტომები ახასიათებს თვალით მოჯადოებულ ადამიანს

0
221

როგორ უნდა მიხვდეთ, ხართ თუ არა გათვალული და რა სიმპტომები ახასიათებს თვალით მოჯადოებულ ადამიანს

loading...

როგორ უნდა მიხვდეთ, ხართ თუ არა გათვალული და რა სიმპტომები ახასიათებს თვალით მოჯადოებულ ადამიანს

ავი თვალის არსებობის უძველესი დროიდან სჯეროდათ. ცნობილი ექიმი და მათემატიკოსი ავიცენა წერდა, რომ ხშირად სული სხვა სხეულზე მოქმედებს, მაგალითად, ავი თვალის ზემოქმედებითო. მართალია, დაიჯერებთ თუ არა მის არსებობას, ეს მხოლოდ თქვენი საქმეა, მაგრამ, ფაქტია, რომ ავი თვალის მაგია არსებობს. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ეზოთერიკოსს, ქალბატონ ნელის, რომელმაც მეტად დასაფიქრებელი და თავის დასაცავი საინტერესო რჩევები და რეკომენდაციები მოგვაწოდა.

ნელი: მაგიაში გათვალვა შედარებით მსუბუქი ზემოქმედების სახეა, მაგრამ, ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ მას ბოროტების მოტანა არ შეუძლია. პირიქით, შესაძლოა, ეს სერიოზული დაავადების მიზეზიც კი გახდეს. გათვალვის ფუძე ენერგეტიკაში უნდა ვეძებოთ. უკანასკნელ ხანს, როდესაც ბიოენერგიის მეცნიერულად შესწავლა დაიწყო, ბევრი მაგიური მოვლენა, რომელიც მისტიკურ საბურველში იყო გახვეული, სრულიად ახალი სახით წარმოჩინდა. ხალხური გადმოცემით, საკმარისია ავი მზერა, რომ ადამიანი „აიღებს თვალს,“ მაგრამ, სინამდვილეში თვალი, როგორც ორგანო, არაფერ შუაშია. ადამიანის შინაგანი ბიოენერგია გამოსხივდება კიდურებით, მაგრამ, ყველაზე ძლიერად ის თვალის საშუალებით მოქმედებს. ამ დროს თვალები, ასე ვთქვათ, გამტარების ფუნქციას ასრულებს. თვალი მინიმალური დანაკარგებით გამოასხივებს დადებითად ან უარყოფითად დამუხტული ენერგიის კონცენტრირებულ სხივებს.

– ესე იგი, დამუხტვა ადამიანის შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული?

– შინაგანი განწყობა შესაბამისად მოდულირდება ენერგეტიკულ დამცავ გარსზე, გავლენას ახდენს აურაზე და აბჯარში ჩნდება ნახვრეტები, რომლებიც საერთო ენერგეტიკულ ველსაც არღვევს. უარყოფითი ენერგეტიკული ველი ორგანიზმამდე აღწევს. მაგალითად, ამ არხებით კარგად სარგებლობენ ენერგოვამპირები – ისინი ორგანიზმიდან ან მისი ცალკეული ორგანოებიდან ქაჩავენ ენერგიას, შედეგი კი ცნობილია – დაავადებები, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარება. დარღვეული ბიოველი დაავადებების სათავე ნამდვილად ხდება. ორგანიზმი ცდილობს თავდაცვას და ეგრეთ წოდებული აბჯრის აღდგენას, რაც ხშირად ორგანიზმის შინაგანი რეზერვების ხარჯზე მიმდინარეობს, რაც მის გამოფიტვასა და დაავადებას იწვევს. ადამიანმა შეიძლება, არაერთი ენერგეტიკული ნახვრეტი ატაროს თავისი სიცოცხლის განმავლობაში, მაგრამ, ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდეს. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია იმათთვის, ვინც გარკვეულ მდგომარეობას მიაღწიეს საზოგადოებაში. ისინი ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან და მათკენ მუდმივადაა მიმართული მოშურნეთა მზერა, ეს კი სამუდამოდ აჩნდება მათ ბიოველს და მძიმე დაავადებების მიზეზი ხდება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ენერგეტიკული „ისრები“ ყველაზე ერთნაირად არ მოქმედებს. თუ ადამიანს ძლიერი და ინტენსიური ბიოველი აქვს, მასზე „ისრები“ გავლენას ვერ ახდენს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც კოსმოსიდან მიღებულ ენერგიას, ასე ვთქვათ, სუფთა სახით აგროვებენ ორგანიზმში და გადასცემენ.

– შინაგანად სუფთა, კეთილი და სათნო ადამიანიც ხდება გათვალვის მსხვერპლი?

– შინაგანი ძალა და სუფთა ბიოველი მას ასეთი თავდასხმებისგან კარგად და საიმედოდ იცავს. ამიტომ, თუ შეამჩნევთ, რომ გათვალვის მსხვერპლი გახდით, გადახედეთ საკუთარ მორალურ მხარეს და შესაბამისი კორექტივები შეიტანეთ თქვენს ცხოვრებაში. თუ აღმოაჩინეთ, რომ რამეს სწორად არ აკეთებთ და თქვენვე შეცვლით მას, ამით ძალიან ბევრ უსიამოვნებას აიცილებთ თავიდან. ყველაზე ხშირად გათვალვის მსხვერპლი ქალები და ბავშვები ხდებიან. საერთოდ, ქალები, მამაკაცებთან შედარებით, გაცილებით მგრძნობიარენი არიან და მათზე ზემოქმედებაც უფრო ადვილია. გათვალვისთვის სულაც არ არის აუცილებელი უშუალო კონტაქტი, ის, შესაძლოა, ფოტოსურათზე ზემოქმედებით, ფიქრის ძალის დახმარებით, ან, თუნდაც, ტელეფონით საუბრის დროს მოხდეს.

– როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, გათვალულია თუ არა?

– დაახლოებით ერთი ან ორი წუთის განმავლობაში ხელში გამხმარი პურის გული დაიჭირეთ და შემდეგ წყალში ჩააგდეთ. თუ პური ერთი-ორი წუთის შემდეგ ჩაიძირა, სუსტი ზემოქმედების ქვეშ იმყოფებით. ამ მეთოდით ბავშვების დიაგნოსტიკაც შეიძლება: დააჭერინეთ ხელში გამხმარი პურის გული და შემდეგ იგივე გაამეორებინეთ, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. თუ აღმოაჩენთ, რომ ბავშვი ზემოქმედების ქვეშაა, აუცილებლად მონათლეთ, თუ არ არის მონათლული. ამის შემდეგ მისი ბიოველი საგრძნობლად გაძლიერდება და დაცულიც იქნება. თუ ბავშვი მონათლულია, ამ შემთხვევაში, სხვა საშუალებების გამოყენებაა საჭირო. ყველაზე ხშირად უარყოფითი ენერგია შარდისა და ოფლის სახით გამოდის ორგანიზმიდან. ამიტომ, ბავშვის ოფლიანი და შარდიანი ტანსაცმელი აუცილებლად უნდა გამოხარშოთ და დიდხანს გაფინოთ მზეზე. ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება შელოცვებს. შელოცვები, ფაქტობრივად, ვიბრაციაა, რომელიც რეზონანსში მოდის ადამიანის ბიოველთან და მის გააქტიურებას იწვევს.

– ცნობილია, რომ ესა თუ ის ნივთი ავი თვალისაგან იცავს ადამიანს. დღესაც, ცრუმორწმუნე მშობლები მოუნათლავ ბავშვებს ქინძისთავს ამაგრებენ ტანსაცმელზე; სახლის შესასვლელთან ცხენის ნალს კიდებენ ბოროტი თვალისგან დასაცავად… ეს თუა გამართლებული და თუ გვიცავს ბოროტი თვალისგან?

– გეტყვით რომ, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იმ დაავადებათა სიაც კი იყო შედგენილი, რომლებსაც ავი თვალი იწვევდა. ზრდასრულებში ეს იყო: სიგამხდრე, სიმსივნეები, დამბლა, კრუნჩხვა, მელანქოლია, სიბრმავე, ეპილეფსიური შეტევები; ბავშვებში კი – უძილობა, გულისრევა, თავის ტკივილი, შიშები, უმადობა. ასეთ დროს ადამიანს ხშირად ეცვლებოდა სახის ფერი, ეწყებოდა მუცლის ტკივილი, ხელები უოფლიანდებოდა. ბავშვს კი გათვალვის ნიშნებს მაშინ ატყობდნენ, თუ ის მოულოდნელად გაფითრდებოდა, პულსი აუჩქარდებოდა, სიცხეს აუწევდა და გაოფლიანდებოდა. ხშირად მეკითხებიან: ვიცით რომ ბოროტ თვალს ბევრი ზიანის მოტანა შეუძლია და, როგორ გამოვიცნოთ ავი თვალი და რა მეთოდებით დავიცვათ მისგან თავიო. მოკლედ, სხვადასხვა ხალხს, უძველესი დროიდან, სხვადასხვა ნიშანი გააჩნდა ავთვალიან ადამიანთა გამოსაცნობად. ხშირად ასეთ ნიშნებს მიაწერდნენ წითურებს, ელამ ადამიანს, ფიზიკური დეფექტის მქონეებს, მეტისმეტად შავთვალა ან თვალებგადმოკარკლულებს. არადა, ცნობილია, რომ გათვალვა და ახლობლებისთვის ზიანის მიყენება ნებისმიერს შეუძლია, თანაც, ხშირად თითქმის გაუცნობიერებლად. უფრო მეტიც, ასეთ დროს ადამიანი ვერც კი ხვდება, როგორ საფრთხეს უქმნის გარშემო მყოფთ.

– ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ავი თვალისგან თავის დაცვა შეუძლებელია?

– სულაც არა. თუ გეჩვენებათ, რომ თქვენს ნაცნობებს შორის ვინმეს ავი თვალი აქვს, ან რკინას უნდა მოჰკიდოთ ხელი, ან თითები გადააჯვარედინოთ. როგორც ცნობილია, მაგები ამბობდნენ, ზოგიერთი ნივთი ამ მხრივ განსაკუთრებულ დამცავ ფუნქციებს ატარებსო. მაგალითად: დანა, ხანჯალი, ცული, ბოქლომი, ლურსმანი, ნემსი და ასე შემდეგ. ამიტომ არის, რომ, თუნდაც გასაღები ფართოდ გამოიყენებოდა ეტრუსკებსა და ძველ ეგვიპტელებში როგორც თილისმა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თილისმა კი ნალია, რომელიც ძველთაგანვე ქალის სასქესო ორგანოს სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ის ავი თვალისა და ბოროტებისგან იცავდა ოჯახს.

loading...

Comments on Facebook