ნახეთ რა ხდება ამწუთებში თბილისის მეტროში: როგორ გამოაღწიეს გვირაბში გაჭედილი ვაგონიდან მგზავრებმა

0
1411
Загрузка...

ნახეთ რა ხდება ამწუთებში თბილისის მეტროში: როგორ გამოაღწიეს გვირაბში გაჭედილი ვაგონიდან მგზავრებმა

ინტერნეტში გავრცელდა მოქალაქის მიერ გადაღებული ვიდეო, რომელიც ავტორის თქმით, თბილისის მეტროშია გადაღებული. კადრებში ჩანს, თუ როგორ გადადიან გაჩერებული ვაგონიდან მოქალაქეები ლიანდაგზე, რათა თავი დააღწიონ გაჩერებულ ვაგონს.

Palitratv.ge დაინტერესდა, რეალურად, რა მოხდა თბილისის მეტროში.

“ამ დღეებში არაფერი სერიოზული შეფერხება არ ყოფილა, შესაძლებელია, დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც რაღაც ტექნიკური მოძრაობის გამო ერთი მოძრაობის შემადგენლობა ჩანაცვლდა მეორე მოძრაობის შემადგენლობით, მაგრამ შეჩერებული არ ყოფილა; ეს იქნებოდა ჩანაცვლების პროცესი. ან შესაძლოა, რამდენიმე დღის წინანდელი ვიდეოა, როდესაც “რუსთაველის მეტროზე” 12-ის ნახევარზე დაზიანდა ვაგონი, დაიცალა ხალხისგან, დაელოდნენ ბაქანზე და მერე შემოვიდა ახალი მოძრაობის შემადგენლობა და ჩვეულებრივად გააგრძელეს მოძრაობა”, – განუცხადეს Palitratv.ge-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

დატოვეთ კომენტარი