“კალაძემ შეიძლება დააგდო ჟურნალისტები ზურგზე, მაგრამ..” – ზურა სალუქვაძე მიმართვას ავრცელებს

0
1548

“კალაძემ შეიძლება დააგდო ჟურნალისტები ზურგზე, მაგრამ..” – ზურა სალუქვაძე მიმართვას ავრცელებს

Загрузка...

 

პოეტი ზურა სალუქვაძე კახი კალაძისა და რუსთავი 2-ის ჟურნალისტების სატელევიზიო დაპირისპირებას ეხმაურება. სალუქვაძის ფეისბუქ სტატუსს დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„მთელი საქოცეთი ზეიმობს კალაძემ ბეჭებზე დადო ჟურნალისტიო… გეთანხმებით, როგორც დებატების კუთხით კი, 10-0 კალაძის სასარგებლოდ მაგრამ….

უკვირდებით ვინმე რას ამბობდა ეს ჟურნალისტი?… ვერტმფრენები (პუმები) რომ ჰყავს ქვეყანას და რომ არ გამოიყენა 13 ივნისის ღამესო, ამ კითხვას რომ უსვამდა… დაფიქრებულხართ იმაზე რომ იქნება დევს იოტისოდენა სიმართლე ამ კითხვაში და პასუხისმგებლობიანი ჩინოვნიკების შემთხვევაში იქნება სულ მცირე ერთი სიცოცხლე მაინც გადაერჩინა იმ ვერტმფრენებს (ის კადრი გაიხსენეთ სახურავზე რომ იყო ხალხი და შველას რომ ითხოვდნენ თითქმის ნახევარი საათი და მერე ერთიანად რომ წაიღო მთლიანი სახლი დინებამ)….

მაგრამ დებატები ხომ მოუგო კალაძემ ჟურნალისტს რაც მთავარია, ხო მოგფხანათ გული რაც მთავარია….

ღმერთმა დაგიფაროთ და ხვალ იმ სახურავზე თქვენ რომ აღმოჩნდეთ, მერე იქნება გვიან მაგრამ, არ ინერვიულოთ, ისევ დადებს კალაძე ან კალაძისმაგვარი, ამ ან ამდაგვარ ჟურნალისტს ბეჭებზე და ბრბო ისევ დაუკრავს ტაშს გამალებით… მერე მიხვდებით რა ცუდი და რა ამაზრზენია ის თეატრი რომლის პარტერშიც ეხლა თქვენ ზიხართ და ტაშს გულმოდგინედ უკრავთ…

ყალბები ხართ თქვენ!“ – წერს სალუქვაძე პირად ფეისბუქ გვერზე.

წყარო

დატოვეთ კომენტარი